როგორ მიუჩინა ადგილი სქოულზმა რონალდუს ვარჯიშზე

0
კრიშტიანუ რონალდუმ France Football-თან საუბრისას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გატარებული წლები გაიხსენა. პორტუგალიელმა საუბრისას გაიხსენა, თუ როგორ დაამცირა ის სქოულზმა ერთ-ერთი ვარჯიშის დროს. მიუხედავად იმისა, რომ რონალდუს „იუნაიტედის“ რიგებში ბევრი ლეგენდის მხარდამხარ უთამაშია, მისი და ლეგენდარული ინგლისელის ისტორია ყველაზე ცნობილი გახლავთ: „ვარჯიშების დროს ბევრ ცრუმოძრაობას ვიყენებდი და მეეჭვება მათი გამეორება გუნდიდან ვინმეს მოეხერხებინა. ერთხელ, ჩემ ტექნიკას სქოულზს ვაჩვენებდი. როცა მოვრჩი, ის მოვიდა, ბურთი გამომართვა და ხე დამანახა, რომელიც ჩვენგან 50 მეტრში იდგა. მან მითხრა, რომ ბურთს მას 1 ცდიდან მოარტყამდა. პოლმა დაარტყა და ბურთი ხეს მოარტყა. შემდეგ, მითხრა, რომ იგივე გამემერებინა. 10-ჯერ ვცადე, მაგრამ ვერცერთხელ შევძელი მიზანში ზუსტად მორტყმა. სქოულზს გაეღიმა და წავიდა“.
0