დევნილების ნაწილს ბინები 3 წლით ადრე გადაეცემათ.

0
1800 დევნილი ბინებს სამი წლით ადრე მიიღებს. ამისთვის სახელმწიფო 150 მილიონ ლარს გამოყოფოს. გიორგი გახარია ამასთან დაკავშირებით მშენებლებთან და დეველოპერებთან შეხვედრაზე ისაუბრა : „საქართველოს მთავრობა დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4%-ს, ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე 5 წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შექმნის რეალურ მოთხოვნას სამშენებლო ბაზარზე, ეს ერთი და რა თქმა უნდა, 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვერდში დავუდგებით და მივეხმარებით თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ვინც გადაწყვეტს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. გარდა ამისა, მთავრობა მიმართავს 150 მილიონ ლარს წლის ბოლომდე იმისთვის, რომ დააკონტრაქტოს დევნილებისთვის დამატებითი, 1 800 ოჯახისთვის სამჯერ მეტი მშენებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დევნილები, 1 800 ოჯახი, დაახლოებით 6 000 ადამიანი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას“ #დევნილები #დევნილებისბინები #სამშენებლობაზარი #zugdididaily
0