ბეზოარის ქვა - ჰარი პოტერის სამყაროში

0
ბეზოარის შესახებ ჰარი პოტერი ჰოგვორტსში სწავლის პირველ წელს შხამ-წამლების გაკვეთილზე, პროფესორ სნეიპისაგან შეიტყობს. პროფესორის თქმით, ბეზოარის კენჭს თხის კუჭიდან იღებენ და ის საწამლავების უმრავლესობის ანტიდოტია. ჰარი პოტერის მეექვსე წიგნში ვკითხულობთ, რომ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, რონ უისლი, მოწამვლისაგან სიკვდილს სწორედ ბეზოარით გადაარჩინეს.

ბენზოარი- სპარსული სიტყვა

ბეზოარი სპარსული სიტყვა pād-zah-იდან მომდინარეობს, რომელიც ანტიდოტს ნიშნავს. რეალურად ის მოუნელებელი საკვების მასაა, რომელიც ზოგიერთი ბალახისმჭამელის კუჭში წარმოიქმნება. ადამიანებს ბეზოარის სამკურნალო თვისებების ჯერ კიდევ მერვე საუკუნეში სჯეროდათ. ფოტოზე ნაჩვენები არტეფაქტის გარშემო შემოვარაყებული ოქრო იმაზე მიანიშნებს, თუ რამხელა პატივს მიაგებდნენ ამ ნივთს. #news
#opinion
#harrypotter
#health
Tbilisi
Senaki
0