სოფელ ბალდის ღვთისმშობლის მონასტრის წინამძღვარს ჭყონდიდის ეპისკოპოსმა წირვა აუკრძალა

0
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარს, ჭყონდიდისა და მარტვილის ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლ კაციამ ღვთისმსახურება შეუჩერა. ბალდის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარის მამა ათინოგენის განცხადებით, მიზეზი გახდა მისი განცხადება რომლის მიხედვითაც სასულიერო პირი საღმრთო ლიტურგიისას ლოცვებში პატრიარქს არ მოიხსენიებს, ვიდრე უწმინდესის მისამართით გამოთქულ ბრალდებებზე სიმართლე არ გაირკვევა. , , "მე, არქიმანდრიტი ათენივერი, ჭყონდიდის სოფელ ბალდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ვერ ვიხსენიებ კათოლიკოს პატრიარქს ლოცვებში.იმიტომ, რომ მასზე იყო ადამიანი ჩემთან მოსული მამათმავლობის ბრალდებით და მთხოვდა შველას. მე მივმართე იმ დროს მმართველ მღვდელმთავარს და მისგან იყო ნათქვამი, რომ ის იყო ასეთი საქმეების კურსში და ის ამას სინოდის სხდომაზე დააყენებდა, რაც მან შეასრულა, მაგრამ არ მისცეს საშუალება ამის ბოლომდე თქმის და მას მღვდელმთავრობა დაატოვებინეს. მე მითხრეს გვეცხოვრა ძველებურად, როგორც ვცხოვრობდით და მოლოდინით, რომ ეს ყოველივე გამოკვლეული იქნებოდა.გიორგობის დღესასწაულის შემდეგ. მე ვეღარ ვაიძულე ჩემი თავი ლოცვითი მოხსენიებისა. ამ ფორმით გამოვხატავ ჩემ ტკივილს და ველოდები, რომ იქნება გაზიარებული. ძალით და შეკვეთილი უგულო ლოცვა ვერ შევძელი.სწორედ ამიტომ შემიჩერეს ღვთისმსახურების უფლება, "-აცხადებს მოძღვარი. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლ კაცია კომენტარს არ აკეთებს.
0