ეს უნდა წაიკითხო მანამ სანამ ვარჯიშს დაიწყებ

0

ნუ დაიწყებთ ვარჯიშზე ფიქრს იქამდე, სანამ ამისთვის დროს არ გამოათავისუფლებთ

თუ ვარჯიში გულზე არ გეხატებათ და ამავე დროს, დილით გაღვიძება გიჭირთ, პირდაპირ გეტყვით, რომ დილის ვარჯიშთან დაკავშირებული თქვენი ყველა გეგმა კრახით დასრულდება. თუ ერთადერთი დრო, როცა ვარჯიში შეგიძლიათ, დილაა, მაშინ იმით დაიწყეთ, რომ ორი კვირის განმავლობაში ყოველ დილას გაიღვიძოთ და ადგეთ. აუცილებელი არაა, რომ ივარჯიშოთ, სახლი მიალაგეთ ან საუზმე მოამზადეთ, მთავარია, რომ ვარჯიში იქამდე არ დააძალოთ თქვენს სხეულს, სანამ საერთოდ დილით ადგომას არ შეეჩვევით.

არ იდარდოთ ვარჯიშის ხანგრძლივობაზე

ყველაზე ხანმოკლე ვარჯიშიც კი სჯობს არანაირ ვარჯიშს, ასე რომ, არ მოუსმინოთ ადამიანებს, რომლებიც გეუბნებიან, რომ დღეში საათ-ნახევარი "უბრალოდ მინიმუმია", არც საკუთარ თავს მოუსმინოთ, რომელიც გეუბნებათ, რომ "ყოველდღე ორ საათს ნამდვილად ვერ ვივარჯიშებ". გამოძებნეთ 10 წუთი და დაიწყეთ 10 წუთით.• ვარჯიშის დროს უსმინეთ შესაფერისს მუსიკას. მუსიკა 20%ით აუმჯობესებს ვარჯიშის შედეგს. თუმცა სწორად უნდა შეარჩიოთ. იოგას წყნარი და მოსადუნებელი მუსიკა უხდება, ფიტნესს კი ენერგიული

ინსტაგრამზე დააფოლოვეთ ადამიანები, რომლებიც აღგაფრთოვანებენ

ხანდახან პატარა ბიძგიც საკმარისია იმის გასახსენებლად, რამდენი რამის გაკეთება შეუძლია ადამიანის სხეულს მონდომებისა და ვარჯიშის შემთხვევაში.

იქონიეთ პატარა, მარტივი მიზნები

ყოველდღე 20-წუთიანი ფეხით სიარული რთული მიზანი არაა და შეგიძლიათ, ამით დაიწყოთ. უბრალოდ კალენდარში მოინიშნეთ ყველა დღე, როცა 20 წუთის განმავლობაში სიარულს მოახერხებთ. როგორც კი დაკვირვებას დაიწყებთ, ასეთი დღეების რაოდენობაც მოიმატებს.

თუმცა ერთი ისეთი მიზანიც გჭირდებათ, რომელიც ახლა ძალიან გაშინებთ

იქნება ეს 30-წუთიანი სირბილი, კონკრეტული წონის აზიდვა, რამდენიმე კილომეტრის განმავლობაში ცურვა თუ ხელებზე დგომა - რაღაც დიდი მიზანი აუცილებლად გჭირდებათ. ამ მიზნის მიღწევა კი დაგარწმუნებთ, რომ არაფერია შეუძლებელი.
#feedcgrant
0