1 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

0
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 1-ელ ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვა საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი ქვემო ლისის, მარიჯანის, ზარწემის, ალექსანდრე ბანძელაძის და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ფერმწერთა, ავთო ვარაზის და ნინო ზაალიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების და ქერჩის ქუჩის მცხოვრებლებს. კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ახოსპირელის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. დიდუბის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), ჩაჩავას, ბელიაშვილის, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას და იუნკერ მიხეილ იოსელიანის ქუჩების მცხოვრებლებს. ვაკის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გიორგი წერეთლის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0