გამკაცრდება თუ არა რეგულაციები ბოლო დღეების სტატისტიკიდან გამომდინარე

0
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას აზრით, ბოლო დღეების სტატისტიკიდან გამომდინარე რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ დადგება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, არაა საჭირო, რომ რეგულაციები სახელმწიფომ დააწესოს, ჩვენ უნდა დავიწესოთ თვითშეზღუდვები და რაღაცნაირად მოვერგოთ სიტუაციას, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თავზე და ჩვენს ოჯახებზე. „ჩემი აზრით, რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ დადგება, იმიტომ რომ საბურთალოს კლასტერი თავიდან ბოლომდე შეისწავლება, ყველა იზოლირებულია, ტარდება კვლევები და ეს კლასტერი არ გავრცელდება. რაც შეეხება სხვა კლასტერებს, ყველაზე ცხელი წერტილები იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი, სადაც უკვე ბოლოსკენ გავდივართ. ვნახოთ, როგორი იქნება შემდეგი ორი კვირა, იმიტომ რომ კონტაქტები შესწავლილია და მიმდინარეობს საინკუბაციო პერიოდი. თუმცა მუდმივად ვიმეორებთ, რომ არაა საჭირო, რომ რეგულაციები სახელმწიფომ დააწესოს. ჩვენ უნდა დავიწესოთ თვითშეზღუდვები და რაღაცნაირად მოვერგოთ სიტუაციას, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თავზე და ჩვენს ოჯახებზე“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
0