დავუჭერთ მხარს, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ყველა პოლიტპატიმარი იქნება გათავისუფლებული-გოცირიძე

0
დავუჭერთ მხარს, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ყველა პოლიტპატიმარი იქნება გათავისუფლებული-აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. „ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ მასში მონაწილეობას და დავუჭერთ მხარს, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ყველა პოლიტპატიმარი იქნება გათავისუფლებული. ეს გავიმეორეთ არა ერთხელ და იცის ყველამ - მათ შორის, „ქართული ოცნების“ ყველა წევრმა და თავად ბიძინა ივანიშვილმაც. ეს იციან საერთაშორისო პარტნიორებმაც. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერთ მხარს თუ შეთანხმება მთლიანად არ შესრულდა“, - განაცხადა გოცირიძემ. ცნობისთვის, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება. დაგეგმილია ორი საერთო სახალხო განხილვა. პირველი საკონსტიტუციო კომისიის სხდომა, რომელიც შეცვლილი ფორმატით ჩატარდება 4 ივნისს არის დაგეგმილი, განხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გავა. ამის შემდეგ პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს, ბიუროს სხდომას გაივლის, რის შემდეგაც საკითხის განხილვა საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე მოხდება. საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მიიღებენ, რომელიც 21 ივნისსაა ჩანიშნული. http://pirveliradio.ge/?newsid=144562
0