კახეთი მწვანე ზონად რჩება - დაინფიცირებული მძღოლის არცერთ კონტაქტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

0
დედოფლისწყაროელ მძღოლთან, რომელსაც PCR ტესტმა კორონა ვირუსი დაუდასტურა, არცერთ კონტაქტს ვირუსი არ დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, გამოკვლევა ინფიცირებული 54 წლის კაცის 10 კონტაქტს ჩაუტარდა, თუმცა ყველა მათგანის პასუიხ კორონა ვირუსზე უარყოფითია. "კონტაქტები იყო ძალიან მცირე, ის კარგად იცავდა თვითიზოლაციას. ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია. ამის მიუხედავად, მისი ოჯახის წევრებს მაინც გადავიყვანთ კარანტინში და დაველოდებით ორი კვირის გასვლას. ეს შემთხვევა არის იმპორტირებული რუსეთიდან, ეპიდემიოლოგიურად, არ ითვლება ადგილზე დაფიქსირებულად ანუ კახეთი მაინც რჩება მწვანე ზონად- თქვა ნელი ხიზანიშვილმა. ამ დროის მოიმაცემებით კახეთში ტესტირება ჩაუტარდა 4078 პირს და ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
0