საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნით მოსალოდნელი რისკები არ გამართლდა, ჩვენი მოქალაქეები ნორმებს მკაცრად იცავენ

0
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ყველა რეკომენდაცია დაიცვან. „ჩვენი მოქალქეებისგან მოვითხოვთ, რომ იყოს დაცული ყველა ის რეკომენდაცია და მოთხოვნა, რომელიც უკვე ჩვენი ცხოვრების გარკვეულ კულტურად და წესად იქცა. განვაგრძოთ და ინტენსიურად მოვიხმაროთ ნიღბები ისეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც ეს არის მოწოდებული, ვინაიდან მხოლოდ მსგავსი ქცევა და ქცევის ნორმა არის იმის გარანტი, რომ ჩვენთან არ მოხდეს ინფექციის ძალიან მაღალი გავრცელება. ეს ალბათ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. რა თქმა უნდა, აქვე არის ძალიან მნიშენლოვანი, რომ მედიასთან ინტენსიური მუშაობით, შევძლოთ და საქართველოს ყველა მოქალაქეს ინტენსირუად გავაცნოთ ინფორმაცია ამ ნორმების შესახებ, მათი ინტესნირუი მოხმარების შესახებ“, - განაცხადა ტიკარაძემ. მინისტრის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნით, გარკვეული რისკები, რომლის მოლოდინიც არსებობდა, არ გამართლდა. „დღესდღეობით ვაკვირდებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის შემთხვევაში, ის გარკვეული რისკები, რომლის მოლოდინიც ჩვენ გვქონდა, არ გამართლდა და ჩვენი მოქალაქეები მკაცრად იცავენ იმ ნორმებს, რომლებიც არის მოწოდებული. მე იმედს ვიტოვებ, რომ ყველა დანარჩენ უწყებაშიც, რომლის გახსნაც ეტაპობრივად მოხდება, ჩვენ გავაგრძელებთ ნორმების დაცვას და ნიღბების მოხმარებას“, - განაცხადა ტიკარაძემ. როგორ ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო ყველა თავისი უწყებით და რგოლით გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას. „დღეს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის ჩვენი მოქალაქეების ინტენსიური ჩართულობა იმ პროცესებში, რომელიც ჩვენ უკვე დავიწყეთ, რათა საქართველოში ავამუშაოთ ეკონომიკა და ყველა ის მონაპოვარი, რომელიც დღესდღეობით გვაქვს, შევინარჩუნოთ, ხელი შევუწყოთ ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ აქტივობას. ამასთან მიმართებაში, ჯანდაცვის სამინისტრო ყველა თავისი უწყებით და რგოლით გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას და გაძლიერებას როგორც ჰოსპიტალური სექტორის, ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლის, ასევე ჩვენი სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომლების. რა თქმა უნდა, ჩვენი ეპიდემიოლოგები კვლავ დარჩებიან იმ მობილიზაციაში, რომელიც ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ რამდენიმე თვეა და გავაგრძელებთ ჩვენს მუშაობას იგივე ინტენსივობით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
0