"საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელს ზუგდიდის სოფლებში ეძებენ

0
"საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელს წუხელ, გვიან ღამით ზუგდიდის რამდენიმე სოფელში ეძებდნენ. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში პოლიციელებმა უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. უკომენტაროდ დატოვა სამხარეო პოლიციის შენობა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. ის ზუგდიდში მოადგილესთან და კრიმინალური პოლიციის უფროსთან ერთად იმყოფებოდა. მანამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, იმის შესახებ, რომ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილია და ის იდენტიფიცირებულია. ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს, შუადღეს, დაახლოებით, 14 საათზე და 10 წუთზე ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. თითქმის რვასაათიანი მოლაპარაკებისა და სპეცოპერაციის შედეგად, ბოროტმოქმედმა 4 მძევლის და 500 000 ამერიკული დოლარის (ოფიციალური ინფორმაციით) თანხლებით ბანკის შენობა დატოვა და პოლიციის მანქანით მიიმალა. მოგვიანებით მან მძევლები, მათ შორის, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა ჩხოროწყუს სოფელ კირცხში დატოვა და გაუჩინარდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#სამართლი #სამეგრელო #პოლიცია #ახალიამბები #zugdididaily წყარო: რადიო ათინათი
0