ჩაკეტილი ენგურის ხიდი.

0
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ ისევ აკრძალა. 26 მაისს ცალმხრივად გახსნილი ენგურის ხიდი , 1 ივნისს, ჩაიკეტა. ენგურის ხიდზე მყფომა მოქალაქემ ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა : „არავინ არ ელოდა ამას. მესაზღრეებმა ბოლო მგზავრი გაატარეს და თქვეს, რომ ხიდი ისევ ჩაიკეტაო. არავინ იცის როდემდეა ჩაკეტილი. ამას ჩვენ ვინ გვეტყვის. ჭორის დონეზე ისევ ხალხი ამბობს, 15 ივნისს გაიხსნებაო“ „საქართველოსთან საზღვარი“ 26 მაისიდან ცალმხრივად გაიხსნა იმ მიზნით, რომ „საკუთარ ქვეყანაში“ დაბრუნებულიყვნენ მოქალაქეები, რომლებმაც ეს მანამდე კარანტინის გამო ვერ შეძლეს. მათი ცნობით, ერთი კვირის განმავლობაში დანარჩენი საქართველოდან აფხაზეთში 532 ადამიანი დაბრუნდა. #ენგურისხიდი #აფხაზეთი #სამეგრელო #საოკუპაციოხაზი #ჩაკეტვა #zugdididaily
0