საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა. Მგზავრობის საფასური ზოგიერთი მიმართულებით ორნახევარჯერ გაიზარდა. მაგალითად ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობის ფასი 50 ლარი გახდა.
Როგორც სამარშრუტო ტაქსების მძღოლები აცხადებენ, ფასების ზრდა გამოიწვია სოციალური დისტანციის რეკომენდაციამ.
მათი თქმით, არსებული ვითარების გამო იძულებულები არიან ერთ რეისზე ნაკლები მგზავრი გადაიყვანონ, შესაბამისად ფასის ზრდა ამ ფაქტორმა გამოიწვია.
Მგზავრობის საფასურის გაძვირება კავშირში არაა საწვავის ფასის მატებასთან ვინაიდან მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის ფონზე საწვავის ფასი პირიქით ეცემა.
საქალაქთაშორისო მგზავრობა ფასები