ნარუტოში , ინი და იანის გამოშვება ძველ ჩინურ ლეგენდას ეფუძნება

0
ლეგენდის თანახმად ძველჩინური წარმოდგენისა, სამყაროში არსებობენ ერთმანეთისაგან განუყოფელი საპირისპირო ძალები: ინ – წყვდიადი, ქალური, უარყოფითი; იან – ნათელი, კაცური, დადებითი. აი ეს ცნობილი სიმბოლოც ინ და იან ძალების გრაფიკული გამოსახულება გახლავთ და არა თუნდაც დღის და ღამის სიმბოლური გამოსახულება, როგორც ეს ბევრს ჰგონია.
ინი და იანი წარმოადგენენ ყოველი არსის ცვალებადობისა და განვითარების შემოქმედებით საწყისებს. ძვ. ჩინური წარმოდგენით, ეს ძალები არის ქაოსის თვისება, რომლელიც არსებობდა სამყაროს შექმნამდე. მათი მეოხებით ქაოსი იყოფა ორ ნაწილად: დადებითი ნაწილაკების მასად იან–ცი და უარყოფითი ნაწილაკების მასად – ინ–ცი. შედედების პროცესში იან–ცის მსუბუქი ნაწილაკები ზევით მიილტვიან, ხოლო ინ–ცის მძიმე ნაწილაკები – ქვევით ეშვებიან. თავად ცნება „ცი“ უღრმეს და ურთულეს შინაარსს მოიცავს „ცის“ ცნებაში ჩინური წარმოდგენა გულისხმობს არა მხოლოდ მატერიალურ სუბსტანციას, არამედ რაღაც სულიერ საწყის ელემენტაბსაც. ეს არის სამყაროს სული, რაც არ ექვემდებარება გრძნობებს, თუმცა ამასთან იგი მატერიალურიცაა. იგია ქაოსი, ხოლო მასში წესრიგი შეაქვს დაოს. ამრიგად, როცა არაცხადიერი მასა „ცი“ გაიყო, წმნიდ ნაწილკებისაგან (იან) წარმოიქმნა ცა, ხოლო დაბინდილი ნაწილაკებისაგან (ინ) მიწა.
ცისა და მიწის წარმოშობის შემდეგ ისინი ასხივებენ თავთავიანთ შესაბამის „ცის“. ცა ასხივებს დადებით ნაწილაკებს – იან–ცის, ხოლო მიწა უარყოფით ნწაილაკებს ინ–ცის. მათი ურეთიერთქმედებით წარმოიშობა სიცოცხლე, ადამიანი და ყოველი არსი.
ინ-იანის გამოშვება ინის გამოშვებისა და იანის გამოშვების შერწყმით სრულდება. ინი სულიერ ენერგიას, იანი კი ფიზიკურ ენერგიას უკავშირდება, მათი კომბინაცია კი ჩაკრას ნინძიუცუდ გარდასაქმნელადაა საჭირო. იამატოს თქმით, ინისა და იანის ურთიერთმოქმედება ისეთი ტექნიკების წყაროა, როგორებიცაა ჩრდილის მიბაძვის ტექნიკა, მულტი-ზომის ტექნიკა, სამკურნალო ნინძიუცუ, გენძიუცუ და სხვა ისეთი ძიუცუები, რომლებიც რომელიმე ელემენტს არ ეფუძნებიან
ექვსი გზის განდეგილი ინ-იანის გამოშვებას იმდენად სრულყოფილად ფლობდა, რომ ინის მეშვეობით მან თავის ფანტაზიებს ფორმა მისცა, იანით კი ისინი რეალობად აქცია და მათი გაცოცხლებაც კი შეძლო. ტობის თქმით, ამ უნარს ყოველი საგნის შექმნა ერქვა, რისი მეშვეობითაც ექვსი გზის განდეგილმა ათკუდიანის ჩაკრასგან კუდიანი ურჩხულები შექმნა. იზანაგიც ამ ტექნიკას ეფუძნება.
შესაძლოა თეთრი ზეცუ და მისი არმია მადარა უჩიჰამ ნაწილობრივ ინ-იანის გამოყენებით შექმნა
#anime
#naruto
#news
0