ჩვენ მას სერიოზული საყვედური მივეცით - ჰაჯი იასინ ალიევი

0
„საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მარნეულის მუფტის, მარნეულის და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში ჩატარებულ შეხვედრაზე,  ჰაფიზ ფოლუხოვის მონაწილეობას ხელმძღვანელობის შეთანხმების გარეშე,  მცდარ ნაბიჯად ვაფასებ“- ამის შესახებ სრულიად საქართველის მუსლიმთა სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი ჰაჯი იასინ ალიევმა განაცხადა. „ჩვენი მხრიდან მას მივეცით სერიოზული საყვედური. ახლო დღეებში საბჭოს შეხვედრა იქნება. საბჭოში ის უპასუხებს ამ საქციელს და გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩემი და სამმართველოს გაფრთხილების გარეშე სადახლოს მოსახლეობასთან ერთად მანაც მიიღო მონაწილეობა. ჩვენი გაფრთხილების გარეშე სოფლის უხუცესებმა მასაც მიმართეს როგორც რელიგიურ პიროვნებას და ისიც წავიდა. წესით, არ უნდა წასულიყო. ალბათ საბჭოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩვენც გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს“- თქვა ჰაჯი იასინ ალიევმა. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვიც ფოლუხოვის შეთანხმების გარეშე შეხვედრას მცდარ ნაბიჯად აფასებს. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რელიგიური საკითხი არაა. ის თუ იყო საზოგადოებრივი მოღვაწე, მეცნიერი ან პოლიტიკოსი, მაშინ ის ჩვენს სფეროში არ განიხილება და ვფიქრობ რომ ამ საკითხის განხილვა ისტორიკოსებისა და პოლიტიკოსების საქმეა. ეს ჩვენს უფლებამოსილებაში არ შედის" - ამბობს იგიდოვი . შეგახსენებთ, რომ 28 მაისს, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მარნეულის მუფტს ჰაფის პოლოხოვსა და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს მეუფე გიორგის (ჯამდელიანის) შეხვედრა გაიმართა. 24 მაისს, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგმ საკვირაო ქადაგებისას მარეულში კულტურის ცენტრის მიმდებარე სკვერში არსებულ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლზე ისაუბრა და მარნეულის მერს მოუწოდა, რომ ძეგლის რესტავრაციის გამო ბოდიში მოიხადოს და დაუყოვნებლივ დაიწყოს მისი დემონტაჟი. ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაცია 2020 წლის თებერვალში დაიწყო. 3 მარტს მარნეულის მერმა განაცხადა, რომ ძეგლის აღდგენითი სამუშაოები მერიის ინიციატივით ხორციელდება.
#შეხვედრა
#მუსლიმსასულიეროპირები
#მეუფე
#ნარიმანოვი
#MarneuliDaily
წყარო; რადიო მარნეული
#პოლიტიკა
#ახალიამბები
#news
0