პროტესტის უკიდურესი ფორმა - ლავასოღლის ექსტრადირების მოთხოვნით 15 პირი შიმშილობს

0
ე.წ. კანონიერი ქურდის ექსტრადაციის მოთხოვნით მოშიმშილეთა რაოდენობა 15-მე გაიზარდა. ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია გორაძის, იგივე "ლავასოღლის" ახლობლებს კარვები აჭარია პროკურატურის წინ აქვთ გაშლილი. ლავასოღლი მეორე წელია თურქეთში საექსტრადაციო პატიმრობაშია. გორაძის ახლობლები ამბობენ, რომ მანამდ არ შეწყვეტენ შიმშილობას, ვიდრე არ მიიღებენ პასუხად კონკრეტულ თარიღს, როდის მოხდება ლავასოღლის ექსტრადაცია საქართველოში. აქციის მონაწილეები საქართველოს იუსტიციის მინისტრს ულტიმატუმს უყენებენ და დროს ხვალ, 15:00 საათამდე აძლევენ. ისინი თეა წულუკიანისგან პასუხს ელიან კითხვაზე: ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია თურქულ მხარესთან? პროკურატურაში არ განმარტავენ, რის გამო ვერ ხერხდება ამ დრომდე მინდია ლავასოღლის ექსტრადაცია. აქ ამბობენ, რომ მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები.
0