თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მიზნობრივი ვიზა დასჭირდებათ

0
თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა მიზნობრივი ვიზა უნდა აიღონ. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში თურქეთში საქართველოს საელჩომ გამოაქვეყნა. ​ "თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად ჩამოსვლის მსურველმა საქართველოს მოქალაქემ, თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს-USHAŞ მიერ გაცემული ნებართვის შემდეგ, უნდა მიმართოს თბილისში ან ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის საკონსულო სამსახურს მიზნობრივი ვიზის მისაღებად", - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
0