ხარაგაულში 24 მეტრი სიგრძის ხიდი აშენდა

0
ხარაგაულის სოფელ ლეღვანში საჯარო სკოლისკენ გადასასვლელი ახალი ხიდი აშენდა. ამ ტერიტორიაზე გასულ წელს მომხდარმა სტიქიამ ძველი ხიდი იმდენად დააზიანა, რომ ახალი ხიდის აშენება გახდა საჭირო. ახალი საავტომობილო ხიდის სიგრძე 24 მეტრია, სიგანე - 5, 6 მეტრი. მას, ასევე ლითონის ბორდიურით გამოყოფილი საფეხმავლო ტროტუარი აქვს . ხიდის მშენებლობა სტიქიის ფონდიდან 419 973 ლარით დაფინანსდა. ხარაგაული მშენებლობა
kutaisidaily
0