ლაგოდეხის მოსახლეობა წყალზე მრციხველებეის გაუქმებას ითხოვს

0
ლაგოდეხის მოსახლეობა წყალზე მრციხველებეის გაუქმებას ითხოვს. ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამედ შეიიკიბენენ, თუმცა ადგილზე მისულ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. მოთხოვნა, უცვლელია ისინი სასმელ წყალზე მრიცხველების გაუქმებას ითხოვნენ და აცხადებენ, რომ ონკანებში მომდინარე წყალი სასმელად უვარგისია. ამის მიუხედავად, საფასურს სულადობის ნაცვლად მრიცხველის ჩვენებით იხდიან. რაც თვეში 100-150 ლარს შეადგენს. პრტოტესტი ადგილზე მოისმინეს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რამაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია. მათი განცხადებით, მრიცხველების გაუქმება დებეტს შეამცირებს და წყლის მიწოდება მხოლოდ გრაფიკით მოხდება. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს და მოძრაობა რამდენიმე წუთით შეფერხდა. ლაგოდეხში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ბოლო 5 წლის განმავლობაში 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რა დროსაც გაკეთდა ორი სათავე ნაგებობა, სამი ახალი ჭაბურღილი და 123 - კილომეტრიანი წყლის სისტემა სრულად შეიცვალა.
0