თბილისში ახალშობილის ცხედარი იპოვეს

0
თბილისში, გლდანულაში საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჩვილის ცხედარი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ცხედარი დღეს საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საგამოძიებო უწყებაში არ აკონკრეტებენ, ამ დროისთვის დაკავებულია თუ არა ვინმე.
0