გამოცემის ცნობით, ჯენერის ქონება დღემდე არ უტოლდება მილიარდ დოლარს.

0

გამოცემის ცნობით, ჯენერის ქონება დღემდე არ უტოლდება მილიარდ დოლარს. რაც შეეხება 2018 წელს, ფორბსში ამბობენ, რომ ჯენერის ფინანსური გუნდისგან ხელოვნურად გაბერილი და ცრუ ინფორმაციის შემცველი საბუთები მიიღეს იმის თაობაზე, რომ კაილი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა.

2018 წელს კაილი ჯენერი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც მილიარდი თავისი ძალებით გამოიმუშავა. კაილის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის ტიტული გავლენიანმა გამოცემამ, ფორბსმა მიანიჭა. სიახლის გავრცელებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების დიდი ნაწილი ირონიულად შეხვდა მდიდარ და პოპულარულ ოჯახში გაზრდილი კაილის Selfmade სტატუსს. 2 წლის შემდეგ, კაილის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის სტატუსი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თუმცა ამჯერად არა საზოგადოების, არამედ ფორბსის მხრიდან. გამოცემა წერს, რომ კაილის ფინანსისტებისგან ცრუ ინფორმაცია და ხელოვნურად გაბერილი შემოსავლები მიიღეს. ფორბსის ახალი მონაცემებით, კაილის ქონება 900 მილიონი დოლარია, თუმცა ამ თანხის მესამედი, დაახლოებით 340 დოლარი კარდაშიან-ჯენერების ოჯახის უმცროსმა წევრმა Coty-ისთან გარიგებით გამოიმუშავა. კაილის და Coty-ის შორის შეთანხმება 2019 წლის ნოემბერში შედგა, ფორბსის მიერ ჯენერის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად დასახელებიდან, ერთი წლის შემდეგ. შესაბამისად, კაილი 2018 წელს, 21 წლის ასაკში მილიარდერი არ გამხდარა. #ფორბსი
#კაილიჯენერი
#მილიარდელი #მოდა #მოდისბიზნესი
Tbilisi
0