მომენტის ყველაზე წარმატებული შავკანიანი დიზაინერი, ვირჯინ აბლო კრიტიკის ქარცეცხლშია.

0
მომენტის ყველაზე წარმატებული შავკანიანი დიზაინერი, ვირჯილ აბლო კრიტიკის ქარცეცხლშია. ვირჯილმა, სოციალურ ქსელში, თავის გამომწერებს მოუწოდა, რომ ამერიკაში მიმდინარე პროტესტის დროს დაკავებული ადამიანებისთვის გირაოს თანხის შესაგროვებელ ფონდში ფული გადაერიცხათ. საქმე იმაშია, რომ ვირჯილმა პოსტს სქრინი დაურთო, სადაც ჩანს, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის, ლუი ვიტონის პირველმა შავკანიანმა დიზაინერმა და ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ახალგაზრდა ბრენდის, Off white-ს დამფუძნებელმა, მილიონერმა აბლომ ფონდში 50 დოლარი გადარიცხა. მთელი $50 გაიღო.??
#ვირჯილაბლო
#კრიტიკა #მოდა #დიზაინი #დიზაინერი #შავკანიანიდიზაინერი
Tbilisi
0