გარდაცვლილ მეცამეტე პაციენტს კოვიდინფექცია აღარ ჰქონდა

0
გარდაცვლილ მეცამეტე პაციენტს კორონავისრუსთან ერთად მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა. „ეს პაციენტი ჩვენთან მოყვანილი იქნა მაისის დასაწყისში, იყო ბოლნისიდან, მაგრამ მარნეულში იწვა და იქედან გადმოიყვანეს. პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. ყოველ დღე, როდესაც კომენტარებს ვაკეთებდით, ვამბობდით, რომ გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ამ პაციენტს გარდა იმისა, რომ კოვიდინფექცია ჰონდა დადასტურებული, ჰქონდა ბევრი თანმხლები დაავადება, ჰქონდა ბევრი გართულება კოვიდინფექციასთან ასოცირებული. მძიმე დისტრეს სინდრომით და სეპტიური შოკით შემოვიდა კლინიკაში. ჩვენთან შემდეგ დაუდგინდა ფილტვის არტერიების ემბოლიის დიაგნოზი, ამასთან იყო გულის მწავევე უკმარისობა, თირკმელების უკმარისობა, ინსულტი განვითარებული. ერთი პერიოდი მიღწეული იქნა შედარებით სტაბილიზაცია, დისტრესის დაძლევის თვალსაზრისით, თუმცა შემდეგ კვლავ დამძიმდა პაციენტის მდგომაროება და გუშინ საღამოს გაჩერდა გული. მიუხედავად რეანიმაციული ღონისძიებებისა, ვერ მოხდა მისი გადარჩენა“, - განაცხადა ლევან გოფოძემ. მისივე თქმით, ბოლოს რეტესტირების შემდგომ აღმოჩნდა, რომ ნეგატიურია PCR ტესტით, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს იმ თვალსაზრისით, რომ მთელი ეს სიმძიმე მისი მდგომარეობის მაინც განაპირობა კოვიდინფექციამ, რომელიც იყო წამყვანი, ჩამრთველი მექანიზმი, ყველა მისი თანხმლები დაავადების დამძიმების.
news
კოვდინფიცირებული გარდაცვლილი
TbilisiDaily
0