როგორ გადაეცემა შიდსი?

0
შიდსი არის ადამიანი შეძენილი იმუნოდეფიციტური სინდრომი, აივ-ი (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) ორგანიზმში შეჭრის შემდეგ აზიანებს ადამიანის იმუნურ სისტემას და მწყობრიდან გამოჰყავს ის. შიდსის პირველი კლინიკური შემთხვევა 1981 წელს დაფიქსირდა. მეცნიერები სარწმუნოდ თვლიან იმ მოსაზრებას, რომ მაიმუნის იმუნოდეფიციტის ვირუსმა განიცადა მუტაცია ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ. აფრიკაში აღმოაჩინეს აივ ინფექციის შიმპანზის ტიპი, რომელიც მიიჩნიეს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსული ინფექციის წყაროდ. სავარაუდოა, რომ ვირუსი გადაეცათ შიმპანზეებზე მონადირეებს, ვირუსი ნელ-ნელა გავრცელდა მთელს კონტინენტზე, შემდეგ კი მთელს მსოფლიოში. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გადაცემა ხდება: 1. სისხლით 2. სპერმით 3. ვაგინალური სეკრეტით 4. დედის რძით 5. დაბინძურებული ნემსების , სხვა ბასრი საგნების ჩხვლეტისას 6. ჰემოტრანსფუზიის დროს (ინფიცირებული სისხლის გადასხმისას) 7. ტრანსპლანტაციებისას (ორგანოებისა ან ქსოვილების გადანერგვისას) ვირუსი არ გადაეცემა: 1. ნერწყვით 2. ცრემლით 3. ოფლით 4. კოცნით 5. ხელის ჩამორთმევით 6. საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით 7. საერთო აბაზანით სარგებლობისას
0