აშშ სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე, არის თუ არა რასობრივი ომის საშიშროება...

ByGi GaGeorgia
0
25 მაისს მომხდარმა ტრაგედიამ უკვე უამრავი ქვეყნის მეინსტრიმ მედია მოიარა და ყველა ქვეყანამ გაიგო სადაც ცივილიზაციაა თუ რა ხდება აშშ საზოგადოებაში. ვრცელდება უამრავი ძალადობრივი თუ რასობრივი შეუწყნარებლობის ამსახველი ვიდეო და ხდება ძალადობის ტირაჟირება. ხდება შეტაკებები ანარქისტებს და პატრიოტ თეთრკანიან მოსახლეობას შორის. ნიუ იორკის იტალიურ კვარტალში სიწყნარეა რადგან ადგილობრივებმა საკუთარი თავის დაცვა თავად გადაწყვიტეს და ყველა იტალო ამერიკელმა იარაღი აიღო როცა გაიგეს რომ მათი მიმართულებით ანტიფა ანარქისტების და შავკანიანთა მოძალადე ჯგუფები მიდიოდნენ დასარბევად, თუმცა ძალადობის ესკალაცია არ მომხდარა. რატომღაც შეიარაღებულ კვარტალში შესვლის სურვილი არავინ გამოთქვა. ახლა კი გავაანალიზოთ თუ რა მოვლენები ხდება და რა სცენარით შეიძლება განვითარდეს პროცესები. პირველ რიგში ავღწეროთ ის მოძალადე ჯგუფები ვინც კოორდინირებულად ძალადობს ქვეყნის მასშტაბით, ესაა ანტიფა დაჯგუფებები, რა არის ანტიფა? ესაა ანტი ფაშისტები, იგივე მემარცხენე რადიკალი ლიბერალები და ფემინიზმის მომხრე რადიკალური დაჯგუფებები ვისთვისაც ყველაფერი რაც ეხება ერს, სამშობლოს რწმენას და რასას არის "ფაშიზმი" და ებრძვიან განსაკუთრებული სულისკვეთებით ამ ყველაფერს, ისინი ასევე გამოდიან აბორტის მხარდამჭერებად ლგბტ უფლებების დამცველებად და ა.შ. მოკლედ ჯანსაღი საზოგადოების ხორცმეტები რომლებისთვისაც მხოლოდ ლიბერალიზმია წმინდა ფასეულობა მაგრამ არც ლიბერალურ ფასეულობებს იზიარებენ როცა საქმე საქმეზე მიდგება. ეს ანტიფა დაჯგუფება 2016 წელს დაუპირისპირდა კონსერვატორ მემარჯვენე დონალდ ტრამპს და მის რესპუბლიკურ პარტიას. მას შემდეგ რაც თეთრკანიანმა უმრავლესობამ ნათლად დაადასტურა თავის ნება რომ ჰყოლოდათ თავის წარმომადგენელი სახელმწიფოს მმართველად და არა შეშლილი დემოკრატი ლიბერალი ქალი ჰილარი კლინტონი. ტრამპის იდეას აეშენებია კედელი მექსიკის საზღვართან დემოკრატების აზრით მოჰყვებოდა მისი რასისტ თეთრ მონსტრად წარმოჩენა და რეიტინგს დაცემდა მაგრამ მოხდა პირიქით, სწორედ ამ პირობით და კიდევ სხვა უამრავი მიზეზით მოიგო ტრამპმა არჩევნები. ამან გვაჩვენა თეთრი ამერიკის ნება შეწყვეტილიყო ლათინოსთა არალეგალური შემოდინება ქვეყნის შიგნით. მისი არჩევიდან მალევე დაიწყო ორგანიზებული ბრძოლა მის წინააღმდეგ, მსოფლიოს ერთ ერთ წამყვან სახელმწიფოში ულტრამემარჯვენე კონსერვატორი ძლიერი თეთრკანიანი ქრისტიანი ლიდერის მოსვლამ ხელისუფლებაში გამოიწვია ლიბერალური ელიტის სრული ისტერია. ყველანაირი რესურსი რომელიც გააჩნდათ დაწყებული ჰოლივუდური პროპანაგდით ცრუ მედიით და მემარცხენე ლიბერალური ისტებლიშმენტით დაიწყეს ბრძოლა მის წინააღმდეგ. თავდაპირველად ეს ბრძოლა იყო საკანონმდებლო დონეზე და ითვალისწინებდა მის იმპიჩმენტს რასაც უაზრო და თითიდან გამოწოვილი ბრალდებების გამო ვერ დაუდასტურეს ვერანაირი ბრალი და ტრამპი გაამართლეს. შემდეგ იყო კორონავირუსის პანდემია რამაც შტატებს გრიგალივით გადაუარა და უზარმაზარი დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას, მაგრამ ეს ამბავი რაც ბოლო დროს ხდება ფაქტიურად საჩუქარი გახდა ტრამპის მოძულე მემარცხენე ლიბერალების მიერ, ვისაც მსოფლიო გლობალისტი მილიარდელი ჯორჯ სოროსი აფინანსებს. საბოლოოდ კი სწორედ რასობრივი შუღლი, რომელიც უკვე საუკუნეებია აშშ ისტორიის განუყოფელი ნაწილია უკვე ყოფით საზღვრებს გასცდა და საზოგადო პრობლემად იქცა. რა არის თეთრკანიანი ამერიკელების მთავარი პრობლემა და რატომ თვლიან მათ პრივილეგირებულად? აშშ დამაარსებელი მამები აბსოლუტურად ყველა მათგანი იყო თეთრკანიანი, აშშ მოსახლეობა 1800 წლისთვის დემოგრაფიული რასობრივი ნიშნით შედგებოდა: 89% თეთრკანიანი ევროპელი ემიგრანტები (ინგლისელები, ფრანგები, იტალიელები, ირლანდიელები, გერმანელები, პოლონელები, შვედები, შოტლანდიელები, ბერძნები, რუსები და სხვ.) შავკანიანი მონები და მონათმფლობელები (ძირითადად ნიგერიიდან) 8% ინდიელები დაახ. 2% და ესკიმოსები 1%. როდესაც შტატები დაარსდა არ არსებობდა ორი ეთნიკური ჯგუფი რომელიც შემდგომ გაჩნდა ესენი იყვნენ ლათინოამერიკელები და აზიელები. თუმცა მას შემდეგ რაც შტატებმა თანამედროვე საზღვრებს მიაღწია დაემატა ლათინო ამერიკელები. დროთა განმავლობაში 1980 წლამდე ხდებოდა თეთრკანიანი უმრავკესობის ნების გამოხატულება ყველა წამყვან სფეროში მთელი ქვეყნის მასშტაბით. მილიარდელთა 98% თეთრკანიანი იყო და ეს აჩენდა უსამართლობის განცდას. საბოლოოდ დემოგრაფიული ზამთარი რომელიც თეთრკანიან პროტესტანტებს ანუ თეთრი ამერიკის ბირთვს დაუდგა პრობლემიდან ყოფნა არყოფნის საკითხამდე დაიყვანა მათი დომინანტობა ქვეყანაში. დღეს თეთრკანიანი მოსახლეობა ჭარბი ლათინური იმიგრაციის პირობებში მუდმივად კლებულობს და მის ხარჯზე იზრდება შავკანიანი და ლათინიამერიკელი მოსახლეობა. სწორედ ეს სოციალური პრობლემა იქცა ტრამპის გაპრეზიდენტების ერთ ერთ მიზეზად. მაგრამ ტრამპი მხოლოდ თეთრ უმრავლესობას არ აურჩევია მას საკმაო რაოდენობის შავკანიანმა მოსახლეობამ აირჩია. "რასისტი" ტრამპის რეჟიმის დროს დასაქმდა ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი შავკანიანი. დღეს რაც შტატებში ხდება ესაა ქვეყნის დესტაბილიზაცია და მმართველობის ჩამოშლის და კანონიერი ხელისუფლების დამხობის მცდელობა. აშშ ის შტატები სადაც დემოკრატი გუბერნატორები მართავენ ნებით თუ უმოქმედობით კრიზისი უკვე გამოსულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ესვრიან და კლავენ პოლიციელებს, ძარცვავენ და წვავენ სახლებს, მაღაზიებს და ცდილობენ რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენონ ქვეყნის ეკონომიკას. კომენდანტის საათია ნიუ იორკში და ქვეყნის 25 შტატში. 48 ქალაქში. ორგანიზება დაიწყეს შეიარაღებულმა თეთრკანიანმა ამერიკელებმა, ისინი იკრიბებიან ქაოტურად და ქმნიან დაჯგუფებებს რათა დაიცვან საკუთარი სახლ კარი და ოჯახი. ასევე შეიარაღებული არიან ანტიფა ჯგუფები და შავკანიანთა კრიმინალური ბანდები. უკიდურესად პოლარიზებული საზოგადოება უკვე სამოქალაქო ომის ზღვარზე დგას
. თუ პრეზიდენტი დროულად არ მოახდენს ფედერალური ძალების მობილიზებას და ჯარის მიერ არ დაამყარებს საზოგადოებრივ წესრიგს დიდია იმის შანსი რომ ბრძოლები ქვეყნის შიგნით რასებს შორის ფართო მასშტაბიან სისხლიან კონფლიქტებში გადაიზარდოს რასაც საბოლოოდ შტატების დაყოფა და ქვეყნის ტერიტორიული დაშლა მოჰყვება.
ByGi GaGeorgia
0