მარწყვის კლაფუტი

0

ინგრედიენტები

600 გრ მარწყვი (კლასიკური კლაფუტი ალუბლით კეთდება თქვენ, რომელიც გინდათ ის გაუკეთეთ, მე მარწყვის შემთხვევაში ნაკლებ შაქარს ვუკეთებ) 2 ს.კ.გამდნარი კარაქი 4ც კვერცხი 240მლ რძე 100გ. ფქვილი 100გ. შაქარი 1/4 ჩ.კ. მარილი 1/2ჩ.კ. ნუშის ექსტრატი 1/2ჩ.კ ვანილის ექსტრატი შაქრის პუდრა გემოვნებით

მომზადების წესი

პირველ რიგში ვიღებთ ფორმას, რომელზეც ვუსვამთ კარაქს კარგად. 2 ს.კ შაქრის პუდრას ვანაწილებთ ფორმაზე, შემდეგ მშრალ მარწყვს ან ალუბალს ვყრით, ვანაწილებთ ამ ფორმაში. ვიწყებთ მასის გაკეთებას, თავდაპირველად , ვურევთ კვერცხს და შაქარს, ვამატებთ ფქვილს ნელ-ნელა შემდეგ ვანილის და ნუშის ექსტრატს და რძეს ნელ-ნელა, და ბოლოს გამდნარ კარაქს. მოვურევთ კარგად და ამ მასას დავსახავთ უკვე ფორმაში გამზადებულ მარწყვებზე ან ალუბლებზე
ვდებთ წინასწარ გახურებულ ღუმელში .ვაცობთ 180 გრადუსზე , 40-45წთ სანამ არ გაოქროსფერდება ? ბოლოს სურვილისამებრ შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრა და აგრეთვე ცხელი მიირთვათ ნაყინთან ერთად ?
#კლაფუტი
#მარწყვი
#გემრიელი
#გემრიელიდესერტი
#food
#culinary
#news
0