ძლიერი ქარი გორში

0
ძლიერმა ქარმა გორში სტალინის ქუჩაზე მდებარე კორპუსს სახურავი მთლიანად გადახადა .შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ავტომანქანა.სახურავი ნაწილობრივ დაზიანდა კიდევ რამდენიმე კორპუსზე, ჩოჩიშვილის ქუჩაზე კი ხე მანქანას დაეცა.ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და პოლიცია.უკვე შექმნილია დროებითი კომისია რომელიც ზარალს შეისწავლის.სსტალინის ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტილია, ადგილობრივების ინფორმაციით გადახურვა რამდენიმე წლის წინ შეიცვალა და სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული
0