- მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულმა რაოდენობამ 6.5 მილიონს გადააჭარბა

0
გლობალურად ახალი კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 6.5 მილიონს გადაცდა. როგორც worldometers.info-ზეა გაომოქვეყნებული, ამ ეტაპისთვის covid-19-ის 6 574 585 შემთხვევა არის გამოვლენილი. რაც შეეხება ფატალური შემთხვევების რაოდენობას, ის მსოფლიოს მასშტაბით 388 047-ს აღწევს. კორონავირუსი უკვე დაამარცხა 3 171 177 ადამიანმა. ინფიცირების შემთხვევების მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ახალი კორონავირუსი 1 901 783 ადამიანს დაუდგინდა, მათ შორის 1109 142-ზე მეტი გარდაიცვალა. მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც ვირუსის 584 562 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 32 568-ს აღწევს.
0