საბჭოთა სისტემა

0
##politics
საბჭოთა სისტემის ათი მახასიათებელი: 1. კოსმოპოლიტიზმი, რაც პრაქტიკულად ნიშნავდა ეროვნული ფენომენის უარყოფას და მსოფლიო სოციალისტური სახელმწიფოსა და მსოფლიო მოქალაქის ჩამოყალიბების აუცილებლობის აღიარებას. 2. ათეიზმი, მებრძოლი ათეიზმი, რაც ღმერთის უარყოფასთან ერთად ეკლესიის სრულ განადგურებას ითვალისწინებდა. 3. ოპოზიციური აზრის დევნა და ოპოზიციური ძალების ფიზიკური განადგურება. 4. პოპულიზმი და უკიდურესად დახვეწილი დემაგოგია. 5. ველიკოდერჟავული პოლიტიკის ფორმალური უარყოფის ფონზე, ახალი საჭოთა იმპერიის შექმნისკენ მისწრაფება. 6. არარუსი ერების ასიმილაცია. 7. პოლიტიკური ლიდერების გაღმერთება და ყველა წარმატების მისთვის მიწერა. 8. სახელმწიფოს მიერ მართული ეკონომიკა - კერძო საკუთრების მოსპობა და მისი შეცვლა სახელმწიფო საკუთრებით, რაც შრომას, ადამიანის გამდიდრების საშუალებიდან სახელმწიფოს გამდიდრების საშუალებად აქცევდა. წარმოების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის შეცვლა წარმოებისა და გასაღების წინასწარი დაგეგმვით. საშინაო და საგარეო ვაჭრობის სრული მონოპოლიზაცია. 9. ყოველგვარი კაპიტალისტურის დაგმობა და მისგან სრული გამიჯნვა. 10. კაპიტალისტური (ბურჟუაზიული) სამყაროს აღსასრულის ქადაგება და სოციალიზმის კაცობრიობის მომავლად გამოცხადება. ამ პრინციპებს ემყარებოდა ის პოლიტიკური სისტემა, რომელშიც გაატარა საქართველომ 70 წელი (1921-1991).
0