ოპოზიცია არასტაბილურ ინფლაციაზე გვენეტაძის განლარტებებს ელის

0
ოპოზიცია ამბობს, რომ მათი მთავარი აქცენტი შეკითხვებში გაკეთდება ინფლაციაზე, ფასების არასტაბილურობაზე. იმაზე, აპირებს თუ არა ხელისუფლება შეარბილოს რეგულაციები, შემცირდება თუ არა გადასახადები. მმართველი გუნდი ამბობს, რომ კორონაკრიზისამდე პერიოდშიც ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ კარგად იმუშავა და ეს 2019 წლის მოხსენებაშც იქნება ასახული. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, კორონაკრიზისის გამო მსოფლიო უპრეცედენტო შოკს განიცდის, ბუნებრივია არც საქართველოა გამონაკლისი თუმცა, სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა ხელისუფლებასა და ეროვნულ ბანკს რელევანტურად მოქმედების საშუალებას აძლევს. კობა გვენეტაძე საპარლამენტო უმცირესობის კრიტიკას არ იზიარებს. ეროვნულიბანკი კობაგვენეტაძე ოპოზიცია
TbilisiDaily
0