აკნე: გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

0
აკნე არის კანის ქრონიკულად მიმდინარე დაავადება. იგი უპირატესად მოზარდებში გვხვდება, თუმცა შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში დაიწყოს. სტატისტიკურად მსოფლიოში მოზარდთა 80% დაავადებულია სხვადასხვა სიმძიმის აკნეთი. ჩვეულებრივი (მოზარდთა) აკნეს გარდა გვხვდება ახალშობილთა, მედიკამენტური, მექანიკური, პროფესიული და სხვა ფორმები.

გამომწვევი მიზეზები

აკნეს ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის ის ჰორმონული ცვლილებები, რაც იწყება ორგანიზმში სქესობრივ მომწიფებასთან ერთად.ანდროგენების ზემოქმედებით ხდება ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერფუნქცია. აგრეთვე თმის ფოლეკულებში ეპითელიზაციის პროცესის დარღვევა, propionibacterium acnes მონაწილეობის შედეგად ყალიბდება კომედონები ანუ ცხიმოვანი საცობები. კომედონები აკნეს არაანთებითი ელემენტებია. არსებობს ღია და დახურული კომედონები.

აკნეს მკურნალობა

მკურნალობა ყოველთვის შეირჩევა ინდივიდუალურად. იგი დამოკიდებულია აკნეს სიმძიმეზე და იმ ფაქტორზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს პაციენტს ამა თუ იმ კოსმეტიკურ დეფექტთან. მსუბუქი ფორმის დროს საკმარისია სწორი მოვლა და გარეგანი საშუალებების გამოყენება. საშუალო სიმძიმის აკნეს დროს გარეგან საშუალებებთან ერთად საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპია, ხოლო აკნეს მძიმე ფორმის მკურნალობა მიმართულია არამხოლოდ ბაქტერიებისა და ცხიმოვანი საცობების ლიკვიდაციაზე, არამედ ცხიმის პროდუცირების შემცირებაზე სპეციფიკური მედიკამენტებით.
#news #opinion #health #forhealth #healthylife #heallthcare #acne
Tbilisi
0