სად გაატარებს ანგელა მერკელი შვებულებას?

0
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 2020 წლის საზაფხულო შვებულების გატარებას გერმანიაში აპირებს. ამის შესახებ მან "ZDF–თან" ინტერვიუში განაცხადა. ”გერმანიაში”, - ასე უპასუხა მერკელმა ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას. მერკელმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს, ყველაზე სერიოზული პირადი გამოწვევა საკარანტინო პერიოდი და თვით იზოლაცია იყო. ”ძალიან რთული იყო ხალხისთვის იმის თქმა, რომ ისინი აღდგომის დღეს ეკლესიაში ვეღარ მივიდოდნენ, მსახიობები თეატრების სცენებზე ვეღარ ითამაშებდნენ, საზღვრები დაიხურებოდა და ტურისტული მოგზაურობები აღარ იქნებოდა. ეს ყველაზე რთული იყო” , -განაცხადა მერკელმა.
0