საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4-ით გაიზარდა

0
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4-ით გაიზარდა და მთლიანობაში 805 შეადგინა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 6-ით გაიზარდა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმშია 2 424 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 304 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. http://pirveliradio.ge/?newsid=144945
0