ქუთაისში მთავარი არხის კუთვნილი ჩართვის აპარატი და კამერა გაიტაცეს

ByOn.geGeorgia
0
მთავარი არხის ჟურნალისტის, ირაკლი ვაჩიბერაძის განცხადებით, უცნობმა პირებმა არხის კუთვნილი ჩართვის აპარატი და კამერა გასტაცეს. შემთხვევა ქუთაისში, სპორტის სასახლესთან დღეს, 29 ოქტომბერს მოხდა.
"ჩემი ოპერატორის თვალწინ მოხდა ტექნიკის გატაცება. რეზი ბურჯანაძე მძარცველს დაედევნა, მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ მას თანამზრახველი ჰყავდა. მათ მიმალვა შეძლეს", — ამბობს ჟურნალისტი, ირაკლი ვაჩიბერაძე.
#News
ByOn.geGeorgia
0