ფეისბუქიდან ძველი პოსტების ერთიანად წაშლა გამარტივდება

0
ფეისბუქი აქტივობების მართვის ფუნქციას ამატებს, რომელიც ძველი პოსტების მარტივად წაშლის საშუალებას უზრუნველყოფს. მისი გამოყენებით მომხმარებელს ცალკეული პოსტების გარდა, მათი მასობრივი წაშლის შესაძლებლობაც ექნება. გარდა ამისა, ფეისბუქის განმარტებით აქტივობების მართვის გვერდზე მომხმარებელი პოსტების გაფილტვრასაც შეძლებს, რითაც მარტივად მოიძებნება ყველა პოსტი, რომელშიც მონიშნულია კონკრეტული ადამიანი ან რომელიც გამოქვეყნებულია დროის გარკვეულ მონაკვეთში. თავდაპირველად ახალი ფუნქცია სოციალური ქსელის მობილურ აპლიკაციაში გამოჩნდება. აქტივობების მართვის გვერდიდან პოსტების წაშლა რამდენიმე გზით არის შესაძლებელი. თქვენ შეგიძლიათ გადაიტანოთ არასასურველი პოსტი სანაგვეში, რომელიც საბოლოოდ მხოლოდ 30 დღის შემდეგ წაიშლება (პოსტის სანაგვიდან წაშლა უფრო ადრეც შეგიძლიათ). გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება პოსტის დაარქივება, რაც მისი ხილვადობის შეზღუდვას ითვალისწინებს.
Tbilisi
#facebook
#deleteposts
#posts
#delete
#პოსტებისწაშლა
#ერთიანადპოსტებისწაშლა
#news
0