ემიგრანტი

0
ჩემი ეს პოსტი ალბათ არსაიდან მოსული სევდის ბრალია და იმის რომ მე “ორქვეყნიანი” ვარ. ერთ არც თუ ისე დალაგებულ ქვეყანაში რომ გაჩნდება და მეორე, მასზე უარეს, მაგრამ უფრო დიდ ქვეყანაში წავა ბედის საპოვნელად. პირველად ჩემი ქვეყნიდან აქ რომ წამოვედი, მეგონა, საკუთარი თავიდან წავედი, მეგონა, თავი სადღაც მივაკარგე. პირველად რომ გავაცნობიერე, რომ მეზობელს არ ვიცნობდი, რომ ამ ქალაქში არ იყო ჩემი საყვარელი კაფე, რომ ეს ახალი ქალაქი საერთოდ არ ჰგავდა ძველს, მივხვდი, გავიზარდე. დიდი გოგო ვიყავი, დამოუკიდებელი, უქვეყნოდ დარჩენილი, მაგრამ საკუთარი ქვეყნით მაცხოვრებელი. აქ ხალხიც სხვანაირია ან უკვე ჩემს ქვეყანაშიც ასეთები გახდნენ. ვერ ვიტან ხალხის დამოკიდებულებას ერთმანეთისადმი, ვერ ვიტან სიძულვილს, პატივისცემით შენიღბულს, ვერ ვიტან და ვამბობ, ამიტომ ისინიც ვერ მიტანენ მე. ორქვეყნიანობა, ნახევარქვეყნიანობაა, ნახევარშვილობაა, ნახევრობაა, ნახევრობა კიდე უქონობაა საერთოდაც. ჩემი ქვეყანაა მამაჩემი დაჩემი და, რომლებიც უზომოდ მენატრებიან , უზომოდ ვენატრები და ვაბშე არაფრად არ ღირს ეს მონატრება. ჩემი ქვეყანაა ჩემი მეგობრები და ის ადამიანები (ბევრი ადამიანები) ვისაც ვუყვარვარ, ვაკლივარ და მელოდებიან. ჩემთვის მეოთხე წელი შესრულდება რაც ამ გზას ვუყურებ, რაც ამ ზღვას ვუყურებ, რაც ამ ცას ვუყურებ , ვიღაცა ორჯერ მეტი წელი ან უფრო ნაკლები წელი უყურებს ამ ყველაფერს, მაგრამ ყველამ, უკლებლივ ყველამ ვიცით გულის სიღრმეში და ყურსასმენებში მოსმენილი ქართული სიმღერებით რომ არც ეს ცა, არც ზღვა და არც გზა ჩვენი არ არის...............
0