დოლოჭოპის ბაზილიკა

0
ნაგებობა წარმოადგენდა 44 მ. სიგრძისა და 29 მ. სიგანის, 5 წყვილი ჯვრისებრი გეგმის სვეტებით სამ ნავად დაყოფილ ბაზილიკური ტიპის ტაძარს. დოლოჭოპის ბაზილიკის შესახებ არანაირი წერილობითი ცნობები არ არის შემონახული. ნაგებობა ქართული ქრისტიანული ბაზილიკური ხუროთმოძღვრების განვითარების პირველ ეტაპს განეკუთვნება და სავარაუდოდ აგებულია V საუკუნის პირველ ნახევარში. არქეოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით მისი ნგრევა უნდა მომხდარიყო VIII-IX საუკუნეებში. შესაძლებელია ეს ფაქტი მურვან იბნ მუჰამადის (მურვან-ყრუ) გამანადგურებელ ლაშქრობას დაუკავშირდეს.
სამაროვანზე დაფიქსირებული არტეფაქტების მიხედვით, ირკვევა, რომ ბაზლილიის გარშემო არსებულ სოფელში ცხოვრება XIII საუკუნის შუა ხანებში, საქართველოში მონღოლი დამპყრობლების ერთ-ერთი პირველი ლაშქრობის შედეგად უნდა შეწყვეტილიყო.
#დოლოჭოპი
#ყვარელი
#კახეთი
#ბაზილიკა
#ტაძარი
#ფოტოგრაფია
#მოგზაურობა
0