8 votes
0 comments
0 shares
Save
8 reads
T Betta
Tbilisi · 1 year ago

გუპი- პაწაწინა ცოცხლად მშობი დეკორატიული თევზი ჭრელა ჭრულა დიდი კუდებით მემგონი ყველას გვინახავს მაგრამ ცოტამ თუ იცის რომ ეს თევზები მალარიასთან საბრძოლველად ეფექტური იარაღია მისი სამშობლო

მარტინიკას, წმინდა ტომასის, ბარბადოსი და ტრინიდადის კუნძულებია ამ კუნძულებზე იმ ადგილებში სადაც ეს თევზი მრავლად იყო თითქმის არ ავადდებოდნენ მალარიით ხოლო სხვა ადგილებში სადაც ეს თევზი არ ბინადრობდა მალარიით უამრავი ადამიანი იღუპებოდა მეცნიერები მიხვდნენ რომ ეს თევზი კარგი იარაღი იქნებოდა მალარიასთან საბრძოლველად. საქმე იმაშია რომ ეს თევზები სწრაფად მრავლდებიან და დიდი სიამოვნებით მიირთმევენ კოღოს ლარვებს რითიც კოღოებს (რომლებიც მალარიის გავრცელების მთავარი წყაროა) ამცირებენ. გუპები შეიყვანეს სხვადასხვა ქვეყნებში და გაუშვეს წყალსაცავებში და ამ გზით დაამარცხეს ეს ვერაგი დაავადება


T Betta
Tbilisi · 1 year ago
8
Write a comment
0