საქართველოში ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს

0
6 ივნისიდან 9 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში კი შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა 7-8 ივნისს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში 32, 37 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 27, 32 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 30, 32 გრადუსი დაფიქსირდება.
0