კახა კალაძემ მოქალაქეს, რომელიც ვარკეთილში დაუპირისპირდა, მაისური აჩუქა

0
თბილისის მერმა მოქალაქეს, რომელიც მას გუშინ ვარკეთილში, სკვერის გახსნაზე დაუპირისპირდა მაისური აჩუქა. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მოქალაქე ამტკიცებდა, რომ კალაძემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მაისური შემოახია. „სავარაუდოდ, თვითონ შემოიხია მაისური, ამიტომაც ერთ მაისურს მას, მეორეს კი „მთავარ არხს“ გადავცემთ საჩუქრად”, - განაცხადა კალაძემ და ჟურნალისტებს შავი მაისური აჩვენა, რომელზეც მოქალაქის და მიხეილ სააკაშვილის საერთო ფოტოა გამოსახული. ინციდენტი 5 ივნისს, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში რეაბილიტირებული სკვერის გახსნისას მოხდა.
0