ᲚᲔᲒᲔᲜᲓᲐᲠᲣᲚᲘ ᲛᲐᲠᲐᲗᲝᲜᲔᲚᲘ ᲥᲐᲚᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲛᲐᲪ ᲥᲐᲚᲖᲔ ᲐᲠᲡᲔᲑᲣᲚᲘ ᲡᲢᲔᲠᲔᲝᲢᲘᲞᲔᲑᲘ ᲓᲐᲐᲛᲡᲮᲕᲠᲘᲐ - ᲙᲔᲗᲠᲘᲜ ᲡᲕᲘᲪᲔᲠᲘ

0
50 წელზე მეტი ხნის წინ, კეთრინ სვიცერმა გაბედული ნაბიჯი გადადგა, როდესაც მან რეგისტრაციის ფორმა წარადგინა ბოსტონის მარათონში მონაწილეობის მისაღებად.
მან თავისი ინიციალები, კ.ვ. სვიცერი (ამ ხელმოწერად ხშირად იყენებდა), ჩაწერა და ამით საკუთარი სქესი უცნობი დატოვა შეჯიბრის დღემდე. იმ დროს ბოსტონის მარათონი 70 წელს ითვლიდა და მხოლოდ მამაკაცებისთვის შეიძლებოდა მონაწილეობის მიღება. ეს იყო დრო, როდესაც ქალ სპორტსმენებს უამრავი შეზღუდვა და შეურაცხყოფა ხვდებოდა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა კატრინის სურვილი, რომ ბოსტონის მარათონი გაერბინა. მართალია სვიცერი პირველი ქალი არ იყო , რომელმაც მარათონში მონაწილეობა მიიღო, ( ერთი წლით ადრე რობერტა გიბსმა, კაცის სამოსში გადაცმულმა და რეგისტრაციის გარეშე გაირბინა). კატრინმა მიზანმიმართულად გადაწყვიტა რომ, სქესს არ დამალავდა და მისი მონაწილეობა იქნებოდა დემონსტრაციული.

სტერეოტიპები

ამ პერიოდში, გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ სპორტსმენი ქალები არ იყვნენ მიმზიდველები. სვიცერი იხსენებს: „ ქალისთვის გრძელ დისტანციაზე სირბილი, ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, რადგან დამღლელი აქტივობა ნიშნავდა, რომ ფეხები გაგიდიდდებოდა, ულვაშები გაგეზრდებოდა და საშვილოსნო ჩამოგვივარდებოდა“. ამ აზრთან დასაპირისპირებლად, მას სირბილის დროს სპეციალურად ეკეთა საყურეები და ესვა პომადა. #news #opinion
#goodvibesonly
#mood
Tbilisi
0