გენერალ ხალიფა ჰაფტარის “The EndGame”-ი

0
ისევ ლიბია ისევ სამოქალაქო ომი ლიბიაში, არაბული გაზაფხულის შემდეგ, იმედი გაჩნდა, რომ ბედუინთა ქვეყანაში, რომელსაც 40 წელი , ჯამაჰირიის ლიდერი, მუამარ კადაფი მმართავდა, დასრულდა და ქვეყანა ახალ ფურცელს გადაშლიდა თავის ისტორიაში და დადგებოდა დემოკრატიულ რელსებზე, რომელსაც ასე მწვავედ დემონსტრანტები ითხოვდნენ. ლიბია თავისი სტრუქტურით, ეთნიკური შემადგენლობით და ჩამოყალიბების ფორმით, განსხვავდება რეგიონის სხავ სახელმწიფოებისგან. მუდამ არსებობდა ქვეყნის გახლეჩის საშიშროება. ისტორიის სხავადასხვა ეტაპზე, ლიბია სხავადასხვა ფორმით არსებობდა და შედგებოდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებისაგან. ესეც უნდა ითქვას, რომ მხოლოდ კადაფიმ ამ დიდი უდაბნოს და ერთმანეთთად დაპირისპირებულ ტომებს ერთ სახელმწიფოში გაერთიანება შეძლო. მაგრამ როგორც ხდება ხოლმე MENA-ს რეგიონში, ნებისმიერი ლიდერი, მით უმეტეს სამხედრო, რომელიც ქვეყნის სათავეში მოდის როგორც გმირი, თუმცა დროთა განმავლობაში მისი „ტირანად“ ტრანსფორმაცია ხდება. ხოლო შემდეგ ახალი რევოლუციური ტალღითა ან/და სხვა სახელმწიფოთა ინტერვენციის შედეგად რეჟიმის დასასრულიც მოდის. ასე მოხდა ლიბიაშიც. სამოქალქო ომი დასრულდა, მაგრამ ქვეყანა „სამოქალაქო ომიდან“ ვერ გამოვიდა. ქვეყანაში დაიწყო ქაოსი. სხვადასხვა დაპირისპირებულ დაჯგუფებას ქვეყნის სათავეში სურდა ჩადგომა. ლიბია გახლეჩილ იქნა. ამას ასევე დაემატა ალ ქაიდასა და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ გგაქტიურება რეგიონში. ძლიერი ცენტრის არ არსებობის გამო, შეიქმნა უზარმაზარი სიცარიელე, როემლიც მალევე ტერორისტებმა და მარგინალურმა ძალებმა შეავსეს. ლიბია სახელმწიფოდ და მით უმეტეს დემოკრატიად ვერ ჩამოქალიბდა და გახდა ჩეულებრივი ე.წ. „Failed State”-ი. ამჟამად, ქვეყანა ორ მთავარ დაპირსპისპირებულ ბანაკად დაყოფილია, ერთ მხარეს არის გეროს მიერ აღიარებული ტრიპოლის მტავრობა ე.წ. GNA- ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელსაც პრემიერი სარაჯი ხელმძღვანელობს, ხოლო მეორე მხარეზე, ე.წ. LNA –“ლიბიის ეროვნული არმია“ – ტობრუკის მთავრობა, ქვეყნის აღმოსავლეთში – გენერალ ხალიფა ჰაფრატის მეთაურობით. GNA-ს მთავარი მოკავშირეები თურქეთი და ყატარი არიან. თურქეთის ძირითადი დახმარება შემდეგია – სამხედროების წვრთნა და ტექნიკისა და შეიარაღების მიწოდება. ჰაფტარს მხარს უჭერენ – ეგვიპტე, ემირატები, რუსეთი, საფრანგეთი და სუდანი. სუდანიდან ეგვიპტეს გავლით ლიბიაში სუდანელი და ჩადელი დაქირავებული მებრძოლეები გადადიან, რომლებსაც ემირატები აფინანსებენ. რუსული “ЧВК Вагнера”-ს 1200 მებრძოლი ადგილზე LNA-ს წევრებს წვრთნიან და ნავთობ ობიექტებს იცავენ. ერთი წლის წინ, ჰაფტარმა გამოცხადა, რომ ტრიპოლის აიღებდა და ჯარები დედაქალაქისკენ დაძრა. დედაქალაქი ფაქტობრივად აქყაში მოქცეული იყო და ყველა მხრიდან LNA-ს მებრძოლეები უტევდნენ. ტრიპოლისთან ახლოს , წელიწადზე მეტია, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, თუმცა ჰაფტარისთვის უშედეგოდ, მან დედაქალაქი ვერ აიღო და რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტი დაკარგა. რამადანის თვის დაწყების გამო, ჰაფტარამა დროებითი ზავი გამოაცხადა, თუმცა GNA-მ ეს არ მიიღო და თვით ჰაფტარის არარეგულარულმა ძალებმაც კი დაარღვიეს და შეტევები განახორციელეს დედაქალაქზე. ამ „დროებით ზავი“-ს გამოცხადებით, მას სურდა ამოესუნთქა და შემდეგ ეფიქრა თუ რა ნაბიჯებს გადადგამდა.
ამის შემდეგ… გენერალმა ხალიფა ჰაფტარმა თავი ლიბიის მმართველად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ეს მანდატი ლიბიელი ხალხისგან მიიღო. ტელევიზიაში გამოსვლისას, „ეროვნული“ არმიის ხელმძღვანელმა გამოაცხა, რომ შეარაღებული ძალების მეთაურმა, რომელიც მოსახლეობის ნდობით აღჭურვილია, მათი სურვილის და მოთხოვნის შესაბამისად ქვეყანაში მმართვეობა ხელში აიღო. (მოკლედ რომ ვთქვათ, ხალხის სურვილი შეასრულა „Khalifa Haftar accepted the will of the people“). ჰაფტარის ნაბიჯი ფაქტობრივად გადატრიალებას ნიშნავს, რადგან ამის შესახებ აღმოსავლეთში მდებარე ე.წ. ტობრუკის მთავრობასთან მოლაპარაკებები არ აწარმოეს, თუმცა გენერლის ნებას დანებდნენ, ეს სრულიად მოსალოდნელიც იყო, რადგან არმია მთლიანად ჰაფტარს ემორჩილება და რეგიონალურ ძალები კონკრეტულად ამ ფიგურას უჭერენ ხმარს, რაც „ტობრუკის“ როლს ასუსტებს. თავის გამოსვლაში, ჰაფტარმა ასევე აღნიშნა, რომ 2015 წელს მიღებული შეთანხმება, რის შედეგადაც (GNA) – ეროვნული თანხმობის მთავრობა ჩამოყალიბდა, გაეროს მხარდაჭერით – იყო არალეგალური და გენერალი და მისი მომხრეები მას არ სცნობდნენ. “We announce our acceptance of the peoples will and mandate and the end of the Skhirat Agreement” – Khalifa Haftar. “The political agreement destroyed the country. We will work to create the conditions for building permanent civic institutions”. ჰაფტარის ფიგურის მიმართ ორი ძირითადი მოსაზრება არსებობს. ექსპერტების გარკვეული ნაწილი ვვარაუდობს, რომ ის ერთად ერთია, ვინც შეძლებს ქვეყნის გაერთიანებას და სამოქალაქო ომს დაასრულებს , რომელიც უკვე 9 წელია მიმდინარეობს. მეორე ბანაკში თვლიან, რომ მისი მოსვლით არაფერი შეიცვლება, პირიქით მივიღებთ იმაზე უარესს რაც დღეს არის. ის გახდება ახალი კადაფი, შეიძლება უარესი ავტოკრატიც . გენერლის მიერ ხელისუფლების ხელში აღების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ აშშ-სა და რუსეთი კომენტარები იყო შემდეგი: US: The US regrets… commander Haftar’s suggestion that changes to Libya political structure can be imposed by unilateral declaration, – a statement on its embassy’s Twitter account said. Kremlin: Kremlin spokesperson Dmitry Peskov said: “Russia remains in contact with all participants in the Libyan process. We believe that there are no other ways to regulate the Libyan problem”. ჯერ უცნობია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ამ ეტაპზე ტრიპოლის მთავრობამ ე.წ. „ერვნული თახმობის მთავრობა“ წინ მიიწევს და რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი და პუნქტი დაიკავა, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი აეროპორტიც, რომელიც ტუნისის საზღვართან მდებარეობს. ამასთან, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში არსებული ტომები და ადგილობრივი ბელადები ჰაფრატს მხარს არ უჭერენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, გენერლის როლს მისი მოკავშირეები, განსაკუთრებით ემირატების როლი ამ კოფლიქტში, აძლიერებენ.
#news
#opinion
#politics
#war
#events
#civilwar
#middleeast
#africa
#libya
#GNA #LNA #Haftar #turkey
#usa
#egypt #uae
#russia
#wagner
#coup #tripoli #tobruk
#ახალიამბები
#სამოქალაქო
#ომი
#ლიბია
#ჰაფტარი
#ახლოაღმოსავლეთი
#აფრიკა
#თურქეთი
#აშშ
#ეგვიპტე
#გაერთიანებულისამეფო
#ტრიპოლი
0