ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა გლობალური სიკვდილიანობის მიზეზებში მეოთხე ადგილზეა

0
უძრაობა კლავს მოსახლეობის 60% ვერ აღწევს ფიზიკური აქტივობის რეკომენდებულ დონეს. ფიზიკური ინერტულობა (არასაკმარისი აქტივობა) გლობალური სიკვდილიანობის მიზეზთა ჩამონათვალში მეოთხე ადგილს იკავებს. მის წილად ყოველწლიურად 3.2 მილიონი გარდაცვალება მოდის. ადინამიას უშუალოდ უკავშირდება სარძევე ჯირკვლისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით მეოთხედი, გულის იშემიური დაავადების შემთხვევათა მესამედი, დიაბეტის შემთხვევათა 27%. შეგახსენებთ, რომ არაგადამდები დაავადებები მთელ მსოფლიოში ავადობისა და სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია, ინერტული ცხოვრებსი წესი კი ყველაზე გავრცელებული აგ დაავადებების წამყვან რისკფაქტორს წარმოადგენს. ვარაუდობენ, რომ მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი რისკფაქტორის – სიმსუქნის მთავარი მიზეზიც არა ჭარბი კვება, არამედ ფიზიკური აქტივობის დეფიციტია. პროგნოზი ასეთია: თუ ადინამიის ტენდენცია შენარჩუნდა, 2050 წლისთვის ათიდან ცხრა ზრდასრულს ჭარბი წონა ექნება. მაღალი სმი-ს (სხეულის მასის ინდექსის) მქონე პირებს 35 წლიდან II ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების ალბათობა 20-ჯერ მეტი აქვთ, კორონარული არტერიების დაავადების რისკი კი სმი-ს ყოველ ერთეულზე 3.6-ჯერ იმატებს. ჭარბ წონას უკავშირდება ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნე და ღვიძლის დაავადებაც.
#health
#healthylife
#healthcare
#desease
#global
#reasons
#tips
#facts
#introduce
#interestingfact
#interesting
#photo
#physical #activity
#opinion
#news
#სპორტი
#ახალიამბები
#მოგზაურობა
0