საიდუმლო, თუ როგორ ვიყოთ ჯანსაღად

0
ჯანმრთელობა გახლავთ ფიზიკური, ფსიკიკური და სოციალური კეთილდღეობა. ამისთვის აუცილებელია პირველ რიგში სტრესს გავუმკლავდეთ, იდეალუდი საშუალება კი მასაჟია.

მასაჟი

კვლევები აჩვენებს, რომ მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ეხმარება ორგანიზმს წნევის რეგულაციაში და ამცირებს სტრესს.

ცივი შხაპი

ცივი შხაპი ეხმარება შაკიკს, ამცირებს ტკივილს და აკაჟებს ორგანიზმს. თუმცა მნიშვნელოვანია, ნელ-ნელა შეაჩვიოთ თქვენი ორგანიზმი და მცირე დროით. თუმცა გაითვალისწინეთ, თუ თქვენ გაწუხებთ გულ- სისხლძარღვთა პრობლემები, ამ შემთხვევაში, როგორც ძალიან ცხელი, ასევე ცივი შხაპი არაა რეკომენდირებული.

ჯინჯერი

ჯინჯერი საუკუნეების მანძილზე მიიჩნევა სამკურნალო მცენარედ, ის ეხმარება საჭმლის მომნელებელ ტრაქტს და ხელს უწყობს მეტაბოლიზმს. შეგიძლიათ მიირთვათ ჯინჯერის ჩაი.

ხელების ჰიგინა

იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ მრავალი ვირუსი და ბაქტერია, პირველ რიგში მნიშვნელოვანია დავიბანოთ ხელები, დღის მანძილზე უამრავ ნივთს ვეხებით, ამიტომ აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა, რათა მაქსიმალურად დავიცვათ თავი.
##news
##opinion
##health
##forhealth
##healthylife
##healthyfood
##behealthy
Tbilisi
0