საპროტესტო აქცია რუხში.

0
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ენგურის ხეობაში, მიწა, ქვის გადამამუშავებელმა საწარმომ მიითვისა, რის შედეგადაც სოფლის მოსახლეობამ საძოვრების უმეტესი ნაწილი დაკარგა. ეს იყო ადგილობრივების მიერ საპროტესტო აქციის მიზეზი. მოსახლეობა არ აპირებს საწარმოს მისცეს მუშაობის უფლება, ისინი აგროვებენ ხელმოწერებს, განცხადებაში კი წერენ, რომ დარჩენილი სახნავ-სათესი მიწები და საძოვრები აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს სოფელს, იმ მიზეზით, რომ მესაქონელობა მათი ძირითადი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს. ამ დროისთვის საწარმოს შეჩერებული აქვს მუშაობის უფლება. #ზუგდიდი #რუხი #საპროტესტოაქცია #საწარმო #სამუშაოებისშეზღუდვა #მესაქონლეობა #zugdididaily
0