სოფელ კოდაში ჟურნალისტ გოგა აფციაურს და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს არ უშვებენ

0
რამოდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ სოფელ კოდაში სტუმრად მიმავალ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და რადიო თავისუფლების ჟურნალისტ გოგა აფციაურს, ქართველი სამართალდამცველები არ უშვებენ. "კვირა დღეა . მეგობრებთან ერთად მივდივარ კოდისწყაროში სტუმრად. ვაჟა გაფრინდაშვილი და მე ერთმა ადგილობრივმა დაგვპატიჟა. საათზე მეტია პოლიცია სოფელში არ მიშვებს. ხაზს ვუსვამ ჟურნალისტური საქმიანობისთვის არ მივდივარ. ვარკვევთო მეუბნებიან. სირცხვილია უბრალოდ. ჩემი როგორც მოქალაქის კონსტიტუციური უფლება ილახება საათზე მეტია , სად არ დავრეკეთ ვის არ მივმართეთ. კურიოზი ისაა კიდევ რომ 112 მა ვაჟას უთხრა საზღვრის დაცვის დეპარტამენტს დაურეკეთო. კოდისწყაროსთან საზღვარი გადის და არ ვიცით? ათი წუთიც ვიცდით და მერე გადავწყვიტეთ რომ შევალთ და დაგვაკავონ თუ უნდათ. ორი ეკიპაჟი გვადგია თავზე", - წერს ფეისბუქზე გოგა აფციაური. მოგვიანებით ჟურნალისტმა დაწერა, რომ შსს-ს თანამშრომლებმა, ისინი გაატარეს. "თითქმის ორსაათიანი ლოდინის შემდეგ შეგვიშვეს კოდისწყაროში. ძალიან შეწუხდა სტუმარიც და მასპინძელიც. ყველას მადლობა გამოხმაურებისთვის. განსაკუთრებით კოლეგებს." შეგახსენებთ, ასევე დღეს ინციდენტი მოხდა საოკუპაციო ხაზთან ატოცში, სადაც შსს-ს თანამშრომლებმა, ძალის გამოყენებით დააკავეს და ტერიტორიიდან განარიდეს დაიცავი საქართველოს წევრები. შეზღუდვა ოკუპაცია
goridaily
0