შემწვარი ქათმის ფილე, სატაცური და პომიდორი

0

მომზადების წესი

დავსეროთ ქათმის ფილე, კარგად შევაზილოთ მარილი, შავი პილპილი და ზეითნის ზეთი, მოვათავსოთ თასში, დავაწუროთ ლიმონი და გავაჩეროთ (რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ უკეთესია).

მოზადების წესი

ცხელ ტაფაზე დავდოთ კარაქი და შევწვათ ქათმის ნაჭრები. ქათამი რომ შეიწვება გადმოვიღოთ. იგივე ტაფაზე დავამატოთ ცოტა კარაქი და ცოტა ზეითუნის ზეთი, დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, კარგად მოვურიოთ და დავაწყოთ სატაცური. სატაცურს მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი. სისტემატურად უნდა ვურიოთ. 2-3 წუთში მივუწყოთ ჩერი პომიდვრები. შემდეგ მოვასხათ 2-3 სუფრის კოვზი თეთრი ღვინო. ავურიოთ კარგად და მზად არის
#ფილე
#ქათამი
#შემწვარისქათამი
#ქათმისფილე
#culinary
#food
#photo
#news
0