ჯოან როულინგს კვლავ ტრანსფობიაში ადანაშაულებენ

0

ჰარი პოტერის წიგნების სერიის გულმხურვალე ფანების მნიშვნელოვან ნაწილს ამ ჯადოსნური სამყაროს შემოქმედმა, ჯოან როულინგმა კიდევ ერთხელ გაუცრუა იმედები: ბოლოდროინდელი განცხადებების გამო მას ტრანსფობიაში ადანაშაულებენ. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ მსოფლიოში ამ ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ავტორმა ტვიტერის პირად ანგარიშზე სტატია სახელწოდებით "კორონავირუსის პანდემიის შემდეგ შევქმნათ უფრო თანასწორი გარემო იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მენსტრუაცია აქვთ" შემდეგი აღწერილობით გააზიარა: "ადამიანები, რომელთაც მენსტრუაცია აქვთ". ვფიქრობ, მსგავსი ადამიანებისთვის შესაფერისი სიტყვა უკვე გვქონდა, დამეხმარეთ გახსენებაში.

#ჰარიპოტერი
#ჯოანროულინგი
#ჰარიპოტერისსიყვარული
#სიახლეები
Tbilisi
0