“საკადრო პოლიტიკა “ქართული ოცნების” ყველაზე სუსტი წერტილია”

0
რამაზ საყვარელიძე - “საკადრო პოლიტიკა “ქართული ოცნების” ყველაზე სუსტი წერტილია” “საკადრო პოლიტიკა დღემდე “ქართული ოცნების” ყველაზე სუსტი წერტილია. მგონი, ერთადერთი გამონაკლისი გახარიაა. ის, რომ საკადრო პოლიტიკა სუსტი წერტილია, ეს ივანიშვილისგანაც არაერთხელ მოგვისმენია. სად შეიძლება მოძებნონ ახალი კადრები? ვფიქრობ, რეგიონებში არის ამის პოტენციალი და კარგი იქნება, თუ მეტ ასპარეზს მისცემენ წარმატებულ რეგიონულ ფიგურებს, ვისაც ხალხთან ლაპარაკი მათთვის გასაგები ენით შეუძლია”, - აცხადებს პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საკადრო პოლიტიკა “ქართული ოცნების” ყველაზე სუსტი წერტილია” / “საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კვლავ მიუღებელია “ნაციონალური მოძრაობა” და მას მიმატებული სხვა ოპოზიციური ძალებიც. ამიტომაც მეეჭვება რაიმე შედეგი მიიღონ / “კრემლს, როგორც ჩანს, მოსახლეობის ყურადღების რაღაც სხვა საფრთხეზე გადატანა სურს და ასეთად დასახა ლუგარის ლაბორატორია”. “ქართული ოცნებისთვის” აქილევსის ქუსლად იქცა დასავლეთში განათლებამიღებული ხალხი, რომელთა შენარჩუნებასაც ეს პოლიტიკური ძალა დიდწილად ვერ ახერხებს. არადა, გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის უნდა იყოს მისაღები მათი სია, მას დიდი ინტერესით დააკვირდებიან დასავლეთიდანაც. დღესდღეობით პარლამენტში დასავლეთთან მოლაპარაკე ორიოდე დეპუტატი თუ შერჩა “ოცნებას”, რაც პრობლემაა. შესაბამისად, სიის შედგენისას მოუწევთ ამაზე დაფიქრება. ახალი სახეების­ საზოგადოებისთვის გასაცნობად, მით უფრო, თუ სექტემბრამდე არ აპირებენ სიის გახმაურებას, ძალიან ცოტა დრო ექნებათ და ესეც უნდა გაითვალისწინონ... გახარიას, როგორც პრემიერს, თავისი გუნდი არა ჰყავს - მიღებულია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს აქვს თავისი კვოტა სიაში. არ ვიცი, თავად გახარია რამდენად მოიკლავს თავს, რომ ეს კვოტა დიდი იყოს. მას მთავრობის გადახალისებაც არ უცდია საკუთარი ინტერესებით. რაც შეეხება კალაძეს, მას ნამდვილად აქვს ამბიცია, ჰყავდეს თავისი ხალხი პარლამენტში. ვნახოთ, იმედია, ეს კვოტების ჭიდილი მათთვის მშვიდობიანად დასრულდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
0