სხვადასხვა ასაკი სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობას მოითხოვს

0
5-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის შესაფერისი ფიზიკური აქტივობაა თამაში, სპორტი, შეჯიბრება, ლაშქრობა, მოგზაურობა. გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გასამაგრებლად და არაგადამდებ დაავადებათა რისკფაქტორების შესამცირებლად რეკომენდებულია ფიზიკური აქტივობის შემდეგი პრაქტიკა: 1. ზომიერიდან მაღალ ინტენსივობამდე ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა მინიმუმ 60 წუთის განმავლობაში. რაც მეტ დროს დაუთმობენ ამას ბავშვები, მით მეტი იქნება სარგებელი. 2. ყოველდღიური აქტივობის დიდი ნაწილი აერობიკის წილად უნდა მოდიოდეს. მაღალი ინტენსივობის აქტივობა, მათ შორის – საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განვითარებისთვის საჭირო ვარჯიშები, კვირაში მინიმუმ სამჯერ უნდა განხორციელდეს. 18-დან 64 წლამდე ფიზიკური აქტივობის შესაფერისი ფორმებია გამაჯანსაღებელი ვარჯიშები (მათ შორის – აერობიკა), ველოსიპედით ან ფეხით სეირნობა, სახლის სამუშაოები. რეკომენდებულია: * კვირაში საშუალო ინტენსივობის მინიმუმ 150-წუთიანი ან მაღალი ინტენსივობის მინიმუმ 75-წუთიანი აქტივობა; * ნებისმიერი სახის აქტივობა უნდა გაგრძელდეს, სულ მცირე, 10 წუთი; * სარგებელი უფრო მეტი იქნება, თუ საშუალო ინტენსივობის აქტივობას კვირაში 300 წუთამდე ან ძლიერი ინტესივობისას 150 წუთამდე გაზრდით; * ძალისმიერ ვარჯიშებს კვირაში, სულ მცირე, 2 დღე დაუთმეთ; * მოზრდილებმა, რომლებსაც სახსრების პრობლემები აქვთ, დაცემის რისკის შესამცირებლად უმჯობესია წონასწორობაზე აგებული ვარჯიშები შეასრულონ
#ვარჯიში
#health
#healthylife
#healthcare
#working
#workout
#fitness
#age
#old
#young
#ჯანმრთელობა
#ჯანსაღიცხოვრებისწესიგადამდებია
#საინტერესოფაქტები
#საინტერესო
#ასაკი
#სპორტი
#ახალიამბები
0